logo_geo
თამარ მეფის დროს ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ იერუსალიმში გაშლილი დროშებით შესვლა
- +

26 აპრილი. 2019. 16:57

 

 

ჟურნალისტი თამარ ოქრუაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„1195 წელს შამქორის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე გამარჯვებულმა ქართველებმა გამოატარეს 12 000 ტყვე-მუსლიმი, 40 ავაზა, 20 000 ცხენი, 7 000 ჯორი, 15 000 აქლემი, ურიცხვი ლარი, ოქრო, ვერცხლი, თვალ-მარგალიტი და მუსლიმთა საომარი დროშები. ხალიფას დროშა ძვირფასეულობასთან ერთად თამარ მეფემ ხახულის ტაძარს შესწირა.

 

დავით სოსლანსა და ლაშა-გიორგის თამარის ხელით მოქარგული სამოსი ეცვათ. თამარ მეფის დროს არც სიკვდილით, არც სხეულის დასახიჩრებით არავინ დასჯილა.

 

თამარ მეფის დროს ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ იერუსალიმში გაშლილი დროშებით შესვლა.

 

რამ გამახსენა...“ - წერს თამარ ოქრუაშვილი.

 

 

big_banner
არქივი