logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: არ ვიცოდი, თქვენ იცოდით?
- +

6 თებერვალი. 2017. 11:30


 


ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ზოია კოსმოდემიანსკაია. ბავშვობა გამახსენდა. ზაფხული იყო და წავიკითხე დედამისის ავტორობით დაბეჭდილი წიგნი „ზოიასა და შურას ამბავი". ახლა ჰარი პოტერს კითხულობენ. ასე ჯობია... მე კი მეტირებოდა ზოიაზე და შურაზე, დედამისზე და განვიცდიდი. 13 წლის ვიყავი - 1984 წელს. ზეპირად მახსოვს: „ტრამალები სდუმან შენი საქმით განაკვირვები! მოდიან და შენს საფლავთან თავს იხრიან გმირები"... ვფიქრობ, ასეთი გმირები ბევრი ჰყავდა სსრკ-ს. ზოიას გაუმართლა, თუ ამ დროს გამართლება შესაძლებელია, რომ გერმანელმა ჩამოხრჩობის პროცესი გადაიღო და მერე ეს სურათები საბჭოთა ჯარისკაცმა უნახა ამ გერმანელ უკვე ტყვეს. გვარიც კარგი იყო პიარისათვის. კოსმოდემიანსკაია. ისევე როგორც გასტელო, მატროსოვი.

 

P.S. ახლა დაიწყება - საწყალი ბავშვი, რა სისულელეებს აკითხებდნენო, მომიტევონ მშობლებმა, ისინი არ მაკითხებდნენ, მე მინდოდა წამეკითხა ოსტროვსკის „როგორ იწრთობოდა ფოლადი", პოლევოის „ამბავი ნამდვილი ადამიანისა", არკადი გაიდარის მოთხრობები, მიყვარდა მისი: „მედოლის ბედი", ЖЗЛ-ს ტომები, მაინც ვფიქრობ, რომ კარგი ბავშვობა მქონდა, ჩვენ ბოლო საბჭოთა ბავშვების თაობა ვიყავით... მომზადებული ასაფრენად საბჭოთა სივრცეში და სხვაგან გადავფრინდით... თურმე ოკუპირებულნი ვყოფილვართ... არ ვიცოდი, თქვენ იცოდით? მაშინ რატომ არ თქვით?" - წერს ლევან თაქთაქიშვილი. 


 

big_banner
არქივი