logo_geo
ირაკლი შიხიაშვილი: ჩავიდეთ გარეჯში და ცოცხალ ფარად ავეფაროთ სამშობლოს!
- +

27 აპრილი. 2019. 01:47

 

 

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, „გეორგია შენი პროექტია“-ს ავტორი ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არ დავიღალეთ ხალხო, ამ ბრექით და უსაჯდომო მუქარით?! გარეჯს გვტაცებენ და ფეისბუქზე გინებით "ვაშინებთ" მტაცებელთ?!

 

მე ასეთი წინადადება მაქვს: აღდგომას მოვილოცოთ, ორშაბათს ჩვენს მიცვალებულთა საფლავებს პატივი მივაგოთ და სამშაბათს,თუ ხელისუფლებას არ ეყოფა ღირსება და ვაჟკაცობა დაძაბულობის განეიტრალების, მაშინ ერის შვილები, ვისაც მამულისთვის გული გვერჩის, შევიკრიბოთ, ჩავიდეთ გარეჯში და ცოცხალ ფარად ავეფაროთ სამშობლოს!

 

რად უნდა ამას ამდენი ჭიჭყინი სოც.ქსელში?!

წინადადება მაქვს შეკრების ადგილად დავთქვათ რიყე და იქიდან დავიძრათ!

 

აბა, მეომრებო, ჩოხოსნებო, გულდამწვარო მამულიშვილებო, ქრისტეს რჯულის მცველებო, თამადებო, ფეისბუქის ბლოგერებო, ხელისუფლებაში მოსვლის მსურველო პოლიტიკოსებო..., დავანებოთ თავი ზედმეტ ლაი-ლაის, შევიკრიბოთ და ჩავიდეთ გარეჯში!

 

კარგად გამოჩნდება რამდენნი ვართ ადამიანები, ვისაც მამულისთვის, ქრისტესათვის მართლა გვიძგერს გული!

 

აბა, ვინ მოდიხართ“?! - წერს ირაკლი შიხიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი