logo_geo
ჯამბულ გამცემლიძე: ის მაინც მითხარით, რა დააშავა ჩემმა შვილმა ან მე, რომ ასე უგულებელყოფილები ვართ
- +

27 აპრილი. 2019. 14:41

 

მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოტს აქვეყნებს:

 

„ბატონებო, ფაქტი ჯიუტია, მე ვარ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეს მოქალაქეები, რომლებიც ჩემთან ერთად სხედან და ხმას აძლევენ ამ პარტიის დაფუძნებას, ყველამ აიხდინა „ოცნება“. მე, ჯამბულ გამცემლიძე, რომლის ოცნება იყო ჩემი შვილის საქმის გამოძიება და ყველა იმ საქმის გამოძიება, რაც ქუჩაში მკვლელობებს ეხებოდა, სხვა არაფერი. დღემდე ველოდები მოთმინებით, სადაა სამართალი, ის მაინც მითხარით, რა დააშავა ჩემმა შვილმა ან მე, რომ ასე უგულებელყოფილები ვართ.

 

აი, ჩემი გიოს სურათი, ამის მკვლელი ევროპაში დასეირნობს, მე სამართლის ლოდინში ვკვდები, მითხარით მაინც, ხოში გვაქვს და არ ვიძიებთო, მივხედავ მე ჩემ თავს და მათაც, ვისაც ჯამბულ გამცემლიძე ფეხებზე კიდია“, - წერს გამცემლიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი