logo_geo
ილია ჩაჩიბაია: სააკაშვილს დაავიწყდა, მაგრამ ეს ის მალხაზ ბასილაიაა, რომელიც 2008 წელს, ღირსების მედლით პირადად დააჯილდოვა...
- +

27 აპრილი. 2019. 22:08

 

ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ სიტყვებით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიას, რომელიც ზუგდიდში ონლაინ ჩართვისას მასთან კითხვის დასმას ცდილობდა: „თქვენ ხართ ნარკომანი, კრიმინალი და უსაქმური. გაიპარსე, ცოტა მოწესრიგდი და მერე დამელაპარაკე. არ ინერვიულოთ თქვენ… ცოტა უფრო დავარცხნილი ხალხი გამოუშვან ხოლმე, რა ყველა ერთი სახით არის, გეგონება, ყველა ერთი ყალიბიდან არის ჩამოსხმული“.

P.S. მართალია სააკაშვილს დაავიწყდა, მაგრამ ეს ის მალხაზ ბასილაიაა, რომელიც 2008 წელს, ღირსების მედლით პირადად დააჯილდოვა...“ - წერს ილია ჩაჩიბაია.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი