logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: საქართველო თანდათან მეტად გახდა ვირტუალური რეალობის ბინადარი...
- +

30 აპრილი. 2019. 13:37

 

 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საქართველო თანდათან მეტად და მეტად რომ გახდა ვირტუალური რეალობის ბინადარი, ამას მოწმობს წელს შეუდარებლად ნაკლები დარდი ან აღტაცება სააღდგომოდ განტვირთული ქუჩების გამო. სამაგიეროდ, იმატა დარდმა ვირტუალური საცობების მიმართ, რაც ძირითადად - გიფებს ნუ მიგზავნით! - ჩივილით გამოხატება.

 

ამასობაში აღმოვაჩინე, არც საცობებში მეშლება ნერვები, - ქალაქი ხალხმრავალი მომწონს, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ნაკლები ხალხი ცხოვრობს თბილისში, სამჯერ მეტს ვისურვებდი, - და ასევე, არც ინტერნეტ-საცობები მიშლის ნერვებს. ათასობით წერილს თუ ვერ მოვერევი და ვერ გავხსნი, თავისთავად მოლოცვაში კარგის მეტი არაფერია, ღელვად ნამდვილად არ ღირს.

 

მოკლედ, თქვენ იმრავლეთ და იყავით ამქვეყნად და რამენაირად გადავაადგილდები ქუჩაშიც და აქაც. რასაც მოვასწრებ და სადაც მოვასწრებ, მოვასწრებ. არსად არ მეჩქარება“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

 

big_banner
არქივი