logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ვედრებაში პირველად დააგეს ასფალტი, ქუჩებიც განათებულია, იმ დამთხვეულის დროს კი არაფერი გაკეთებულა..
- +

30 აპრილი. 2019. 17:38

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტს ფოტოებთან ერთად აქვეყნებს:

 

„მოასფალტებული გზა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედრებაში.

 

გამოვედი ეზოდან, გავიხედე მარჯვნივ, - ჩხაკ! გამოვიხედე მარცხნივ, - ჩხაკ! „ჩავაკარტოჩკე“ და თქვენც გაჩვენეთ.

 

გვაქვს ჩვენ თვალები (ზოგს - ოთხიც) და ვხედავთ, როცა საქმე კეთდება.

 

არ მითხრათ, რომ XXI საუკუნეში ასფალტი და განათება არ უნდა მიკვირდეს. უკვე 19 წელია, XXI საუკუნეში ვართ და ვედრებაში პირველად დააგეს ასფალტი, ქუჩებიც განათებულია, იმ დამთხვეულის დროს კი არაფერი გაკეთებულა.

 

მომწონს სიტყვა - საქმიანი!“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი