logo_geo
გიორგი იაკობაშვილი: ამ ფოტოს გამო იყო, რამდენიმე თვე რომ ვქომაგობდი დი მატეოს გაწვრთნილ ჩემთვის საძულველ „ჩელსის“
- +

1 მაისი. 2019. 14:49

 

 

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხოლო აქ, ისევ მე და თემო დოლიძე, თემოს გვერდით - დიადი ჯანფრანკო ძოლა. რაც შეეხება იმას, მეოთხეს, მოვიდა, დადგა, მეც გადავიღებ თქვენთან ერთადო...

 

არც შემიხედავს, ისე ვუთხარი, დაახვიე-მეთქი...

 

მაინც გაიტანა თავისი. არც შემიხედავს, წავიდნენ.

 

და შემდეგ, დაბეჭდილი ფოტო რომ მომიტანეს (ზაზა კალანდაძის ქორწილში, გვარიანად მთვრალს), დავხედე და გავშრი...

 

რობერტო დი მატეო!!!

 

ჰოდა, ამ ფოტოს გამო იყო, რამდენიმე თვე რომ ვქომაგობდი დი მატეოს გაწვრთნილ ჩემთვის საძულველ „ჩელსის“, - წერს იაკობაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი