logo_geo
პაატა ქურდაძე: საზოგადოებრივ მუწყებელზე დღევანდელი პრესკონფერენციის შესახებ...
- +

6 თებერვალი. 2017. 18:49


 


მწერალი პაატა ქურდაძე პირველ კომენტარს სოციალურ ქსელში აკეთებს, მას შემდეგ რაც,  „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სტრატეგიული მართვის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა.


„საზოგადოებრივ მუწყებელზე დღევანდელი პრესკონფერენციის შესახებ:

 

- ვინც უყურა უკვე იცის რომ წინადადება, სტრატეგიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მივიღე, თვის ბოლომდე ჩამოვალ თბილისში და ფორმალობების მოგვარების შემდეგ დავიწყებ მუშაობას.

 

ამ გადაწყვეტილების მიღება, ბევრი მიზეზის ( როგორც პირადი, ისე პროფესიული თვალსაზრისით) გამო არ იყო ჩემთვის ადვილი. ალბათ ხვდებით. წინადადება ერთი თვის წინ მივიღე, გადაწყვეტილება კი სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ. მას შემდეგ რაც დავრწმუნდი რომ ახალი გუნდი ცდილობს მართლაც რადიკალური რეფორმების გატარებას.

 

მე არ ვარ ბუნებით რადიკალი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც გონივრული, ერთგვარი პოზიტიური რადიკალიზმი აუცილებელი ხდება, სხვანაირად თავად განვითარებისა და პროგრესის იდეა კარგავს აზრს. (უნდა გითხრათ რომ თავად ჩემი გადაწყვეტილებაც, საქართველოში გადმოვიდე სამუშაოდ რადიკალურია ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისათვის, თუმცა ეს ჩემი პირადი საკითხია.)

 

უკვე მომდის მოლოცვები „ინბოქსში" ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით. გულწრფელად გეტყვით - ამ ამბავში მოსალოცს ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ შესაძლებლობა მომეცა მონაწილეობა მივიღო საქრთველოსთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითზე მუშაობაში, როგორიც მედიაგარემოს რეფორმებია. ქართული მედია რომ რეფორმებს საჭიროებს ამაზე ალბათ კამათს აზრი არა აქვს, რადგან ყველა ვთანხმდებით.

 

მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს, დამიწერია და გომომიქვეყნებია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს შეუძლია ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება ქვეყნის განვითარებაში, მეტიც ის ვალდებულია ამ როლს ასრულებდეს. მე ასევე ბევრჯერ გამიკრიტიკებია ზოგადად ქართული მედია. ხშირად ძალიან მწვავედ. დღეს ეს წინადადება ჩემი მისამართით ნასროლი თეთრი ხელთათმანივით, ბარიერთან მოწვევასავით არის, სადაც მიზანში აცილებას არავინ გაპატიებს, ეს ძალიან დიდი და მძიმე პასუხისმგებლობაა, ამიტომ მიჭირს მოლოცვების მიღება. მით უმეტეს მე მაინც გარედან მოსული კაცი ვარ. რომელიც დიდი ხნის შემდეგ ისევ უკან ბრუნდება, და ისევე ტოვებს თავისი ცხოვრების ნაწილს საფრანგეთში, როგორც 26 წლის წინ საქართველოში დატოვა. წინასწარ მადლობას მოვახსენებ ქალბატონ და ბატონ ჟურნალისტებს, არასამთავრო ორგანიზაციებსა და ზოგადად დაინტერესებული პირებს, პროფესიული ადაპტირებისათვის საჭირო დროისა და საშუალების მოცემისათვის. იმედი მაქვს პირველ ეტაპზე ჩემგან არ მოითხოვენ ისეთი დეტალების კომენტირებას, რომლებშიც ობიექტური მიზეზების გამო არ შეიძლება რომ კომპეტენცია გამაჩნდეს არა ინფორმირებულობის მიზეზით. აქვე დავამატებ, ეს „პირველი ეტაპი" არ არის რაღაც ტოლერანტობის გრძელვადიანი და უპროცენტო კრედიტის მოთხოვნა - ის დიდ ხანს არ გაგრძელდება, განსაკუთრებით საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.

 

P.S.  ჯერჯერობით ეს არის რისი თქმაც შემიძლია. იმედი მაქვს არ მიწყენთ თუ facebook-ის დისკუსიებში ვერ შემოვალ, ალბათ ხვდებით, უამრავი რამ მაქვს მოსაწესრიგებელი, სანამ თბილისში ჩამოვალ, დრო კი კატასტროფულად არ მყოფნის",- წერს ქურდაძე.


 

big_banner
არქივი