logo_geo
„მავანთა ისტერიკის მიუხედავად, მსოფლიოში უპრეცედენტო დენდროპარკი მაინც აშენდება!“
- +

6 თებერვალი. 2017. 21:22


 

ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„მაგნოლია არსად გაჭედილა, სამაგიეროდ გინესის რეკორდი მოხსნა.

 

რუსთავი 2"-ზე გავიდა მორიგი ცრუ სიუჟეტი მაგნოლიის ხესთან დაკავშირებით. თითქოს ხის ტრანსპორტირებისას მოხდა განათების ბოძების დემონტაჟი. ტყუილია. გუშინ აცხადებდნენ რომ ბათუმი-ქობულეთის გზა მთელი დღე გადაკეტილი იყო. ესეც ტყუილია. საცობი შეიქმნა ბათუმის პორტთან და არა ჩაქვში. ტყუილია, თუთქოს არ გაატარეს სავადმყოფოში მიმავალი მანქანა. ორი ასეთი შემთხვევა იყო, ერთ მონაკვეთზე შემოვლითი გზით გავიდა სასწრაფო, მეორედ კი ხის მოძრაობა შეჩერდა გასატარებლად.

 

გუშინ ნაცების" მედია აცხადებდა, რომ მაგნოლია გაიჭედა". ესეც ტყუილია! ხე გაჩერდა იმიტომ, რომ თენდებოდა და იწყებოდა ავტომობილების მოძრაობა (ხეები გადაადგილდება ღამით, რათა დღის განმავლობაში ხელი არ შეუშალოს ავტოტრანსპორტს). სხვათა შორის გაჩერების პერიოდში უამრავმა ადამიანმა მოინახულა ასწლოვანი ხე, ბევრი კი მანქანებიდან უღებდა მას.

 

წლების შემდეგ ბევრი გაიხსენებს თუ როგორ შენდებოდა მსოფლიოში უპრეცენდენტო დენდროპარკი. ერთ-ერთი ამერიკული კომპანია დღემდე ტრაბახობს, რომ რამდენიმე კილომეტრით გადაიტანა 400-ტონიანი ასწლოვანი მუხა. ამ გადატანაში მათ გინესის წიგნში მოახერხეს შესვლა. მაშინ, როცა ქართულ დენდროპარკში გაზაფხულშე შეტანილი ხე - ტიტა 640 ტონა იყო, ეს მაგნოლია კი 570 ტონაა. გინესის რეკორდი მოხსნილია არა მხოლოდ წონაში, არამედ ტრანსპორტირების ფორმაშიც. საინჟინრო სამუშაოების უნიკალობაზე ხომ საუბარიც არაა. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. მოკლედ, დიდი საქმე კეთდება. "რუსთავი 2"-ის და ნაცების რომელიღაც განშტოების აჭარის წარმომადგენელთა ისტერიკის მიუხედავად, მსოფლიოში უპრეცედენტო დენდროპარკი მაინც აშენდება!", - წერს უძილაური. 


 

 

 

big_banner
არქივი