logo_geo
სოსო მანჯავიძე: გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით პანიკა და აგრესია საშიშ ფორმას იღებს!
- +

2 მაისი. 2019. 12:16

 

 

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, სასწრაფოდ შექმნას კომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარი ნდობის ჯგუფი, რომელიც განუმარტავს საზოგადოებას დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ რეალურ ვითარებას.

 

ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ პანიკა, მითები, ისტერია და მზარდი აგრესია, რომელიც საშიშ ფორმებს იღებს.

 

ასევე სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს ის კერები, საიდანაც მიზანმიმართულად ხდება ეროვნული შუღლის გაღვივება.

 

ასევე უნდა მოხდეს სხვადასხვა ჯგუფების კონტროლი, რადგან მათმა პატრიოტულმა აღტყინებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოგვიტანოს.

 

სამწუხაროა, რომ 90-იანი წლებიდან ვერავითარი დასკვნები ვერ გამოვიტანეთ“, - წერს მანჯავიძე.

 

 

big_banner
არქივი