logo_geo
მანანა ვაზაგაშვილი: რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო მძიმეა 2 მაისი...
- +

2 მაისი. 2019. 17:41

 

 

იური ვაზაგაშვილის და მანანა ვაზაგაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო მძიმეა 2 მაისი, მით ბევრი კითხვა ჩნდება და მძაფრდება ტკივილი... 2006 წლიდან დაიწყო ჩვენი დაუსრულებელი ტრაგედია, გაურკვევლობა, ბრძოლა ცილისწამების წინააღმდეგ. ჩემთვის ჯერ კიდევ არ არის პასუხი იმაზე, რატომ მომიკლეს ძმისშვილი, შემდეგ ძმა, ასე აუხსნელად და უღმერთოდ არავინ მოუკლავთ აქ... 13 წლის წინ ახალგაზრდა ბიჭები, სპეცოპერაციისას, ქუჩაში მოკლეს, თურმე შეაჩერეს ამით „ყაჩაღები“, მე მინდა ვიცოდე, თუნდაც პოტენციურ დამნაშავეებს სად, რომელ ქვეყანაში კლავენ? რომელ ქვეყანაში ეძებენ შვილის საფლავს მამის მოსაკლავად? სადაა იური ახლა, გაეცა პასუხი ყველა ბრალდებაზე, იმ ბიჭებს ჰქონდათ უფლება, გაესამართლებინათ, დღისითა და მზისით არ ჩაეხოცათ... რამდენჯერ მინატრია, ნეტავ, მართლა დამნაშავე ყოფილიყო და პასუხი ეგო კანონის წინაშე, დღეს ხომ ცოცხალი მეყოლებოდა ორივე მამა-შვილი...“ - წერს ვაზაგაშვილი.

 

 

big_banner
არქივი