logo_geo
ნინო ლაბარტყავა: დაიდოს მილიონების ხარჯვის ამსახველი ავთენტური დოკუმენტაცია!
- +

6 თებერვალი. 2017. 23:49


 

 

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს:


„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა"  2006-დან 2016 წლის ჩათვლით, 410 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო ბიუჯეტიდან. ესეც ფოტოები, რა მდგომარეობაშია „საზმაუ"-ს შენობა შიგნიდან და როგორი დენიკინის დროინდელი აპარატურა აქვს მაუწყებელს....

 

ვსვამ კითხვას: აპირებს თუ არა ვინმე, გამოიძიოს - რამდენი მილიონი ლარია რეალურად მოტეხილი ვიღაცების ჯიბეების ამოსავსებად იმ 410-დან??? ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ აზრად არავის მოუვიდა „ზემოთ", „საზმაუ"-ს შენობისთვის ხელი წესიერად წაეკრა, რათა საბჭოთა კავშირის დროინდელი ინფრასტრუქტურითა და აპარატურით არ ემუშავა ამხელა ტელევიზიას! დაიდოს ამ მილიონების მიზნობრიობის და შემდეგ მათი ხარჯვის ამსახველი ავთენტური დოკუმენტაცია!", - წერს ლაბარტყავა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი