logo_geo
ბაკურ სვანიძე: ძალიან სამარცხვინო პერსონაა... „ტეხავს“ მისი ხელქვეითი რომ ხარ ადამიანი...
- +

7 თებერვალი. 2017. 02:09


 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე  „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„ნიკა გვარამიაზე მინდოდა მეთქვა და... მოკლედ - თანმიმდევრობით ჩამოვთვლი:

„იბერვიზია" (გენდირი - ვიქტორ მეტრეველი)

„მეორე არხი" (გენდირი - ზაზა დარასელი)

„პირველი არხი" (გენდირი - ზაზა შენგელია)

„მეცხრე არხი" (გენდირი - ირაკლი ტრიპოლსკი)

„მაესტრო" (გენდირი - მამუკა ღლონტი)

„რუსთავი2" (გენდირი - ეროსი კიწმარიშვილი)

„მზე" (გენდირი - ზაზა თანანაშვილი)

„პირველი სტერეო" (გენდირი - დავით ზილფიმიანი)

 

ანუ სულ 8 სხვადასხვა ტელევიზიაში ვარ ნამუშევარი... აქედან ზოგიერთ გენერალურ დირექტორს უდიდეს პატივს ვცემდი! ზოგიერთი ადამიანურად მიყვარდა და მიყვარს კიდეც! ზოგიერთი მაგრად არ მევასებოდა! ზოგთან პატარა კონფლიქტიც მომსვლია... თუმცა - არასოდეს მინახავს და გამიგია ისეთი „ხუნტრუცა" და  მაიმუნი გენერალური დირექტორი, როგორიც არის ნიკა გვარამია! ტიპი ყველაფერზე კომენტარს აკეთებს! ყველას „ასამართლებს"! ყველგან ცხვირს ყოფს! ყველაფრის ჟიურიში ზის! ყველას ლანძღავს! ყველაზე ჭორაობს! მსგავსი უდაბლესი დონის, ქაჯი, უთვამოყვარეო, გაფარჩაკებული „გენდირი" მართლა არც ვიცი, ასეთი „არადასტოინი" არც მინახავს და არც მსმენია... ძალიან სამარცხვინო პერსონაა... „ტეხავს" მისი ხელქვეითი რომ ხარ ადამიანი...",- წერს სვანიძე.


 

big_banner
არქივი