logo_geo
დავით ოქიტაშვილი: განსაკუთრებული მადლობა გიორგი გახარიას!
- +

7 თებერვალი. 2017. 11:50



საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„დღეს ჩემმა სტუდენტებმა დაამონტაჟეს იმ მცირე ღონისძიებათა კოლაჟი, რაც საქართველოს კულტურის პალატას განუხორციელებია. ეს ღონისძიებები ყოველთვის კეთდებოდა თქვენთვის, ჩვენო ერთგულო და ძვირფასო მაყურებელო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც ყოველთვის გვერდში გვიდგას. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას. განსაკუთრებული მადლობა ადამიანს, რომელიც დღემდე გვიდგას გვერდში და მისი დამსახურებაა, რომ დღეს კულტურის პალატა არსებობს - გიორგი გახარიას", - წერს დავით ოქიტაშვილი.


 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი