logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: გილოცავ, ბატონო მირიან. მე არასოდეს დამავიწყდება შენი თანადგომა!
- +

4 მაისი. 2019. 16:19

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1959 წლის 22 აპრილს, როცა მთელი საბჭოეთი პროლეტარიატის მკვდარი-უკვდავი ბელადის დაბადების დღეს ზეიმობდა, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა ნაღდი ქართველი, პატრიოტი, უღალატო, კახური პირდაპირობით და შეუვალობით გამორჩეული, ყველას გვერდში მდგომი და ხელის გამმართავი, თავისი საქმის უზადოდ მცოდნე, უგანათლებულესი პიროვნება მირიან ყარაულაშვილი. დაბადების თარიღიდან გამომდინარე, გამოდის, რომ 60 წლის გამხდარა. ანუ, ახლა იწყებს გემრიელ ცხოვრებას. 60 წელი ხომ ჯერ კიდევ ახალგაზრდული ასაკია!

 

მოგვიანებით მინდა, მივულოცო ღირსეულ ოჯახში დაბადებულსა და აღზრდილს, ღირსეული მშობლების ღირსეულ შვილს დაბადების დღე და მოვუბოდიშო ამ დაგვიანებისთვის. მაგრამ, ხომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს? ჰოდა, გილოცავ, ბატონო მირიან. მე არასოდეს დამავიწყდება შენი თანადგომა.

 

ღმერთმა დიდხანს გამყოფოს ჯანზე, შენ საქართველოს სჭირდები.

 

მრავალჟამიერ!“ - წერს ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი