logo_geo
ზაზა სიამაშვილი: ყველანი გამოდით რუსთაველის კინოთეატრის დასაცავად!
- +

5 მაისი. 2019. 22:19

 

„ყველანი გამოდით რუსთაველის კინოთეატრის დასაცავად, გაგვაცანით ის გარეწარი ბიზნესმენი, ვის ინტერესსაც უკავშირდება და ეწირება ეს შენობა!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლექტორი ზაზა სიამაშვილი წერს და აქვე მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, გრიგოლ გეგელიას facebook-პოსტს აზიარებს:

 

„კინო რუსთაველის ისტორიული ფასადის დემონტაჟი დაიწყო! კიდევ ერთხელ, ჩვენს თვალწინ უპასუხისმგებლო პოლიტიკა მთაწმინდის უნიკალურ ძეგლს მოსპობით ემუქრება! „კინო რუსთაველის“ ძეგლი მაღალი ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ღირებულების მატარებელია. ის უნიკალურ სტილს – ე.წ. პოსტკონსტრუქტივიზმს წარმოადგენს, რომლის ნიმუშიც ქალაქში სულ რამდენიმეღა შემოგვრჩა!

 

ჩვენ არ დავუშვებთ ამ ძეგლის მოსპობას! 1939 წლიდან მოყოლებული, ისტორიულად აქ მუდამ იყო კინოთეატრი. ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ შენარჩუნდეს ძეგლის უნიკალური არქიტექტურული სტილი და ფუნქციური დანიშნულება.

 

მოვუწოდებთ მთაწმინდელებს, სოლოლაკელებსა და ყველა მოქალაქეს, შემოგვიერთდეს კინოთეატრის დასაცავად!“ - წერს გეგელია.

 

 

big_banner
არქივი