logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: უმსგავსო ხულიგნობას ჰქონდა ადგილი, გადატენეს ფიშტოები და გამომიდგნენ
- +

6 მაისი. 2019. 16:19

 

 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კამარას ფსიქოთერაპევტები, მენეჯერები, უკლებლივ ყველა ძალიან კარგი გარეგნობის ქალები არიან და კაცი თერაპევტიც გვყავს, ისიც სამურაის ჰგავს, ერთობ სიმპატიურია. ხოდა გუშინ ერთერთ თერაპევტზე ვამბობ, რა ლამაზია, რომი შნაიდერს ჰგავს-მეთქი, მეორეზე დემი მურს-თქო, მესამემ თავად მკითხა, - მე ვის ვგავარო და შენ მონიკა ბელუჩის-მეთქი, შენ კი სოფი მარსოს-თქო, მენეჯერი მიშელ პფაიფერს-თქო და ყველა რომ კმაყოფილი დამეთანხმა, გამოვაცხადე ფინალი - შევთანხმდეთ გოგოებო, რომ ჩვენს კოლექტივში მხოლოდ მე ვგავარ ჩემს თავს-მეთქი!

 

ატყდა დავიდარაბა. მიხვდნენ რა, რომ უკიდურეს და უმსგავსო ხულიგნობას ჰქონდა ადგილი, გადატენეს ფიშტოები და გამომიდგნენ.

 

ასე იწერება კლასიკური ნოველები, - მოულოდნელი ფინალით“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

 

big_banner
არქივი