logo_geo
ოთო ნემსაძე: დარწმუნებული ვარ, ვერც ერთ ქართველ ემიგრანტს ვერ შეიყვანენ შეცდომაში
- +

7 მაისი. 2019. 14:06

 

მომღერალი ოთო ნემსაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს თამთა გოდუაძე და ქართველმა გულშემატკივრებმა კონკურსზე მხარი კვიპროსის წარმომადგენელს თამთა გოდუაძეს უნდა დაუჭირონ და არა ოთო ნემსაძეს.

 

„აი, ესეთი გამყიდველები ჩაგრავდნენ ჩვენს ქვეყანას ყოველთვის.

 

​შანსებიც გვაქვს და მაგარ ლაივსაც დავდებთ.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ერთ ქართველ ემიგრანტს ვერ შეიყვანენ შეცდომაში.

 

აქ საქმე არ ეხება ოთო ნემსაძეს, აქ საქმე საქართველოშია, ასე რომ ყველა ერთად დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას გვერდში.

 

წარმატებები თამთას“, - წერს ოთო ნემსაძე სოციალურ ქსელში.

 

Facebook-ის ქართველი სათვისტომოების ჯგუფებში მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონკურსზე მხარი უნდა დაუჭირონ კვიპროსის წარმომადგენელს თამთა გოდუაძეს და არა ოთო ნემსაძეს.

 

საქართველოს პირველი არხი განმარტავს, რომ კონკურსზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი არის ოთო ნემსაძე და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მხარდამჭერებს, ხმა მისცენ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, ქვეყნის სახელით მონაწილე კონკურსანტს, ოთო ნემსაძეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი