logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ჯერ ერთი, ბერა ივანიშვილის ქვისლის მამობა რატომ არის დამაკნინებელი და მეორეც...
- +

7 მაისი. 2019. 17:37

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბერა ივანიშვილის ქვისლის მამა, - ასე მოიხსენიებს ერთ-ერთ უზადო პროფესიონალს, შენგელი ფიცხელაურს „რუსთავი 2“.

 

ჯერ ერთი, ბერა ივანიშვილის ქვისლის მამობა რატომ არის დამაკნინებელი და მეორეც: შენგელი ფიცხელაურს - პროფესიონალ იურისტთა შორის გამორჩეულ ადამიანს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონს ძიუდოში, - ვაჟის ქორწინებამდეც კარგად იცნობდა საზოგადოება და რძლის დის გათხოვებამდეც.

 

იურისტმა შენგელი ფიცხელაურმა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა პროფესიული გზა და პროფესიული წრეების აღიარებაც დიდი ხნის წინ მოიპოვა როგორც მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტმა.

 

გენერალ შენგელი ფიცხელაურს ის ხალხი ებრძვის, ვისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოება არაფერს ნიშნავს ანდა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კარგად ხვდება - ამ სამსახურში გამოცდილი პროფესიონალის დანიშვნა სახელმწიფოს მტრებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

 

დიახ, საქართველოს სახელმწიფოს მტრებს უნდა გეშინოდეთ!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი