logo_geo
სანდრო ბრეგაძე: თუმცა, რაღაც ზებუნებრივი ძალა გვმფარველობს და გვამარჯვებინებს!
- +

7 მაისი. 2019. 19:52

 

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მართლა საოცრებებს ჩადიან ჩვენი ახალგაზრდები! არა ოფისი, არა სახსრები, არა დაფინანსება, არა ელემენტარულად გადაადგილების საშუალება! ხელისუფლება, ოპოზიცია (ნაცები და ბოკერიას ბანდა), სოროსის ფონდი, ტელევიზიები, საელჩოები, უცხოელი პარლამენტარები და ასე შემდეგ - ყველა ჩვენს წინააღმდეგაა! მიუხედავად ამისა, ჯერ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ავაკრძალინეთ, შემდეგ ქართული მიწის გაყიდვა და ახლა გეი-მარში ჩაშალეს 17 მაისს!

 

შიშველი ხელებით ამხელა მონსტრის წინააღმდეგ, უკაპიკოდ ამხელა მილიონების წინააღმდეგ - ძალიან ძნელია! თუმცა, რაღაც ზებუნებრივი ძალა გვმფარველობს და გვამარჯვებინებს! ჭეშმარიტად - რა მნიშვნელობა აქვს ვინაა შენს წინააღმდეგ, როდესაც უფალი შენთანაა! ჩვენთან არს ღმერთი!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

big_banner
არქივი