logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ადვოკატი რომ არ ამბობდეს, კიდევ ჰო, მაგრამ მარიამ კუბლაშვილი ადვოკატია და საკმაოდ გამოცდილიც!
- +

8 მაისი. 2019. 02:21

 

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის თქმით, დაკითხვის დროს მორის მაჩალიკაშვილი რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა, და რელიგიური ფაქტორის გამო, რადგან მიმდინარეობს რამადანის მარხვა, მას მედიკამენტის მიღების საშუალება არა აქვს.

 

„რაც შეეძლება მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვას, დღეს ფაქტია, რომ ახალგაზრდაა მორის მაჩალიკაშვილი მაგრამ მიუხედავად ამისა რამდენჯერმე ცუდად გახდა. მარხვიდან გამომდინარე, რელიგიური მდგომარეობიდან გამომდინარე იგი ვერ მიიღებს მედიკამენტსაც. მას საშუალება არ აქვს ამისი, არ აქვს უფლება რომ მიიღოს მედიკამენტი. ამიტომ არსებობს მაღალი ალბათობის ვარაუდი რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდეს და ჩვენ ვერ მივაწოდოთ მას მედიკამენტი. ეს არის ძალიან ემოციური მისთვის და მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზეზი გახლდათ თუ რატომ ჩვენ არ წარმოვადგინეთ იგი მოწმის სახით დღეს. თუმცაღა მიმდინარეობს მოლაპარაკება, ჩვენი შუამდგომლობა დავტოვეთ. იმ შემთხვევაში თუ გადაუდებელი, აუცილებელი და სასწრაფო იქნება მალხაზის მოსვლა რაღაც ფორმით, ერთი საათით შესაძლოა ეს მოხდეს“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

 

აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:

 

„რამადანის მარხვა როდის მთავრდება?

 

და ეს შეღავათი გავრცელდება თუ არა ქრისტიანებზე აღდგომის და შობის მძიმე მარხვის დროს?

 

მართალი გითხრათ, ვერ მივიღე არგუმენტად ეს განმარტება.

 

ანდა, რას ნიშნავს „იმ შემთხვევაში თუ გადაუდებელი, აუცილებელი და სასწრაფო იქნება მალხაზის მოსვლა რაღაც ფორმით, ერთი საათით შესაძლოა ეს მოხდეს“?

 

ერთი საათით და ისიც, - შესაძლოა?!

 

სადმე, რომელიმე კანონში წერია ეს გარემოება, როგორც შემამსუბუქებელი?

 

ადვოკატი რომ არ ამბობდეს, კიდევ ჰო, მაგრამ მარიამ კუბლაშვილი ადვოკატია და საკმაოდ გამოცდილიც!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი