ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„TV იმედი“ მე შეგიდგენთ საეთერო ბადეს:
შაბათი - ინტერვიუ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან;
კვირა - ინტერვიუ დედიჭამია კანიბალთან;
ორშაბათი - ინტერვიუ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან;
სამშაბათი - ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან;
ოთხშაბათი - ინტერვიუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან;
და ასე შემდეგ.
დედიჭამია კანიბალთან ინტერვიუს ჩაწერაა ძნელი, თორემ დანარჩენები ადვილი დასათანხმებლები არიან.
თან, დედიჭამია კანიბალთან ინტერვიუმდე და ინტერვიუს შემდეგ მათ საუბრებს დამაჯერებლობა შეემატება.
შაბათის „გეგმა“ უკვე შესრულებულია, - პრემიერმა ისაუბრა.
კვირას კანიბალი ისაუბრებს.
ორშაბათიდან ახალი ათვლა დაიწყეთ.
მთავარია, გრაფიკიდან არ ამოვარდეთ.
გებორითო, კოლეგებო?!“ - წერს მძინარაშვილი.