logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: „TV იმედი“ მე შეგიდგენთ საეთერო ბადეს...
- +

8 მაისი. 2019. 02:49

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

TV იმედი“ მე შეგიდგენთ საეთერო ბადეს:

შაბათი - ინტერვიუ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან;

კვირა - ინტერვიუ დედიჭამია კანიბალთან;

ორშაბათი - ინტერვიუ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან;

სამშაბათი - ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან;

ოთხშაბათი - ინტერვიუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან;

და ასე შემდეგ.

 

დედიჭამია კანიბალთან ინტერვიუს ჩაწერაა ძნელი, თორემ დანარჩენები ადვილი დასათანხმებლები არიან.

 

თან, დედიჭამია კანიბალთან ინტერვიუმდე და ინტერვიუს შემდეგ მათ საუბრებს დამაჯერებლობა შეემატება.

 

შაბათის „გეგმა“ უკვე შესრულებულია, - პრემიერმა ისაუბრა.

 

კვირას კანიბალი ისაუბრებს.

 

ორშაბათიდან ახალი ათვლა დაიწყეთ.

მთავარია, გრაფიკიდან არ ამოვარდეთ.

გებორითო, კოლეგებო?!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი