logo_geo
სოსო გოგაშვილი: ტერორიზმი არ არის საფრთხე მხოლოდ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ!
- +

8 მაისი. 2019. 19:55

„მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გაწეული სამუშაოსთვის. მომზადების პროცესში აღიკვეთა დანაშაული და ჩემი ოჯახი ფაქტობრივად, განადგურებას გადაურჩა. ახლა ჯერი პროკურატურაზეა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არ მაქვს კითხვის ნიშნები გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერთან, რადგან მეც მქონდა ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა, ეს ჩაედინა. მაჩალიკაშვილისთვის ამგვარი ქმედებები უცხო არ არის. მას აქამდეც ჰქონდა კავშირები იმგვარ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ჩატაევის დაჯგუფება.

 

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ვიმყოფებოდი თბილისში. რა თქმა უნდა ამის დამადასტურებელი შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებიც მაქვს. ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია და არასწორი ინფორმაციების გავრცელება.

 

ტერორიზმი არ არის საფრთხე მხოლოდ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ!“ - წერს გოგაშვილი.

 

 

big_banner
არქივი