logo_geo
ჯამბულ გამცემლიძე: თერთმეტი წელი გახდა, რაც ჩემი შვილი დაგვემშვიდობა... როცა შვილი გტკივა, ეს უფრო და უფრო გაუსაძლის ტკივილს იწვევს...
- +

8 მაისი. 2019. 21:35

 

 

„დღეს 2019 წელია 8 მაისი, თერთმეტი წელი გახდა, რაც ჩემი შვილი დაგვემშვიდობა. ამბობენ, დრო მკურნალიაო. კი, ასეა ნამდვილად, ვისაც ჭრილობა აქვს მოსაშუშებელი, მაგრამ როცა შვილი გტკივა, ეს უფრო და უფრო გაუსაძლის ტკივილს იწვევს. ხუთი წელი მის მტრებს, „ნაციონალებს“ ვეხვეწე სამართალი მაპოვნინეთთქო. ექვსი წელი მისი უფლებების დამცველებს ვეხვეწები მიშველეთ მეთქი და... რა?“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს თურმე სად უნდა მოწიო სიგარეტი, ის უფრო პრიორიტეტული ყოფილა, ვინემ ჩემი შვილისა და ამდენი ახალგაზრდის უმოწყალოდ დახოცვა ქუჩაში, ციხეებსა თუ გამომძიებლების კაბინეტებში... ვერცერთი გახმაურებული საქმე ვერ მიიყვანა პროკურატურამ ბოლომდე და ვერ მივაღწიეთ სამართალს.

 

ოთხი წლის წინ შემპირდა შოთაძე სამ თვეში დავამთავრებთო საქმეს. და საერთოდაც არ მაინტერესებს ეს საქმეები, „ნაციონალები“ მართავენ დღეს პროკურატურას და იმიტომაც მოუმატეს მუქარებს მათმა ლიდერებმა... ფიქრის დრო ძალიან ცოტა დარჩა... ნუ ჩაგვადენინებთ მოუფიქრებელს...“ - წერს ჯამბულ გამცემლიძე.

 

 

big_banner
არქივი