logo_geo
გია გაბრიჭიძე: „რუსთავი 2“-ის ყურებისას სულ მგონია, რომ კრემლი სანდრო ეულის ქუჩაზეა გადმოტანილი
- +

7 თებერვალი. 2017. 22:26


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როცა ნაცები და ე.წ. გავლენიანი არასამთავრობოები მედიათავისუფლებაზე, და განსაკუთრებით „რუსთავი 2"-ზე საუბრობენ, ერთი ძველი ანეკდოტი მახსენდება:

 

ამერიკელი ეუბნება საბჭოელს - ჩვენთან სიტყვის ისეთი თავისუფლებაა, რომ შეგიძლია თეთრი სახლის წინ დადგე და რეიგანი აკრიტიკოო.

 

- ეგ რა თავისუფლებაა, აი ჩვენთან კი შეგიძლია დადგე კრემლის წინ და რეიგანი კი არ აკრიტიკო, უშვერი სიტყვებით ლანძღოო.

 

როცა ამ არხს ვუყურებ, არა აქვს მნიშვნელობა „კურიერი" იქნება, თუ რაიმე შოუ, სულ მგონია, რომ კრემლი სანდრო ეულის ქუჩაზე არის გადმოტანილი. ეგ კი არა და, ვანო ჯავახიშვილმა ერთხელ თქვა: - სულ რომ დაგვიხუროთ ყველა გადაცემა, სერიალებიდან ვილაპარაკებთო", - წერს გაბრიჭძე. 


 

big_banner
არქივი