logo_geo
„სხვა ალტერნატივაც არსებობს - „გვარამ-ჰორორსტაფის“ მონაწილეობით, საშინელებათა ფილმების გადაღება“
- +

7 თებერვალი. 2017. 22:43


 

მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„უსასტიკესი შერკინება დაწყებულია,ლოცვები გავაძლიეროთ!!!

 

ვგულშამატკივლობ ვასიკო მაღლაფერიძეს და მის რაზმს, მაგრამ „საზმიაუწყევლობი" სარდაფებში,დერეფნებში და ნაპრალებში დაბუდებული მაქციების, ვამპირების და სხვა ჯეჯელავა-დანტესეული პერსონაჟების ერთიანად გაჟლეტა, სახიფათო და რთული ამოცანაა.

 

ღამღამობით რომ წკმუტუნებენ და ყმუიან, ხილიანის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას ზოოპარკის საცოდავი ბინადრები ჰგონია და ვერ ხვდებიან,რომ სულ სხვა, ესქატოლოგიურ არსებებთან აქვთ საქმე.

 

ვერხვის პალოს, ნივრისა და ვერცხლის ტყვიების შესყიდვის ტენდერი უნდა გამოაცხადოს სასწრაფოდ მენეჯმენტმა.

 

ისე არა მგონია ამან უშველოს, უკვე ვასიკოს ფერიც არ მომეწონა. როგორც უწინ მოგახსენეთ- ეგ დაწესებულება ოდიდგანვე დაწყევლილია, სჯობს ბოლომდე დაინგრეს და დიდი აუზი აშენდეს, რათა შემდგომ მის ადგილას ტაძარი ავაშენოთ!!!

 

P.S. სხვა ალტერნატივაც არსებობს: ამ პარანორმალურ არსებათა და „H2R2"-ის გამოცდილი „გვარამ-ჰორორსტაფის" მონაწილეობით, საშინელებათა ფილმების გადაღება და დისტრიბუცია!!!", - წერს გლურჯიძე. 


 

big_banner
არქივი