ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ომის ვეტერანების შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თურმე "თავისუფლების ქარტიის" დარღვევა იქნება 9 მაისს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება.
ახლა მე მაინტერესებს: უნდა გაიკეთონ თუ არა ომის ვეტერანებმა ორდენები და მედლები - ესეც ხომ საბჭოთა სიმბოლიკაა, თანაც უმაღლესი საბჭოთა ჯილდოები?
"თავისუფლებო", ცოტა ტვინს ძალა დაატანეთ, ეგებ ნაოჭები გაუჩნდეს! ეს ხალხი ჩვენი მშობლების, თქვენი პაპა-ბებიების თავისუფლებისთვის იბრძოდა და არა იმისთვის, რომ "თავისუფლებმა" ამ გმირებს შეზღუდვები დაუწესოთ!“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.