logo_geo
გიორგი გიგაური: 9 მაისის უდიდესი გამარჯვების დღესასწაული ჩვენში მარაზმს დაემსგავსა
- +

9 მაისი. 2019. 14:43

 

„ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ დიდი სამამულო ომის მონაწილე რუს ვეტერანებს, მაგრამ არაფერში გვჭირდება საქართველოს ოკუპანტი კრემლის ,,შნირები'',- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„9 მაისი - ჩვენი უდიდესი გამარჯვების დღესასწაულია!

 

9 მაისის უდიდესი გამარჯვების დღესასწაული ჩვენში მარაზმს დაემსგავსა: ერთი მხრივ, ერთუჯრედიანი ლიბერასტები გაჰკივიან, 9 მაისი ოკუპანტების დღესასწაულიაო, მეორე მხრივ კი, რუსეთის მონები დარბიან წითელი დროშებით და იმასაც კი ვერ ამბობენ ხმამაღლა, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპანტია!

 

მოკლედ, სოროსის ფონდიდან დაგაფინანსებენ თუ პუტინის ბუნაგიდან, ერთი ნაგავი ხარ...

 

დიახ, 9 მაისი ნაციზმზე გამარჯვების ჩვენი დღესასწაულია! გარდა იმისა, რომ ამ ზოგადსაკაცობრიო ბოროტების დამარცხებისათვის პატარა საქართველომ უფრო დიდი მსხვერპლი გაიღო, ვიდრე ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა ერთად - 350 ათასი რჩეული გმირის სიცოცხლის ფასად, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა სტალინის ქართული გენია! აი, ამიტომაც არის ეს ჩვენი, ქართული დღესასწაული! და ნაკლებად მაღელვებს, რას ბოდავენ სხვადასხვა ჩამოსხმის ნაცები თუ ლიბერასტები...

 

მაგრამ, ის რომ 9 მაისი ჩვენი გამარჯვების დღესასწაულია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თბილისში რუსეთიდან დაფინანსებულმა ქართველმა მანქურთებმა წითელი დროშებით რუსულიდან კალკირებული ,,უკვდავი პოლკების'' დემონსტრაციები მოაწყონ და აქ პუტინის მიერ შექმნილმა ,,ღამის მგლების'' სახელით ცნობილმა ბაიკერებმა მოტოციკლებით გვიჯლიგინონ!

 

ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ დიდი სამამულო ომის მონაწილე რუს ვეტერანებს, მაგრამ არაფერში გვჭირდება საქართველოს ოკუპანტი კრემლის ,,შნირები'' - რუსებიც და ქართველებიც!

 

ასე რომ, გილოცავთ ნაციზმზე გამარჯვების უდიდეს დღესასწაულს!

მარადიული ხსოვნა დიდ სამამულო ომში დაცემულ გმირთა სულებს და დიდხანს სიცოცხლე მწყობრში მდგარ ჩვენს ვეტერანებს! ეს, უპირველეს ყოვლისა, მათი დღესასწაულია“,- წერს გიორგი გიგაური.

 

 

big_banner
არქივი