logo_geo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს
- +

9 მაისი. 2019. 16:28

 

74 წლის წინ, 1945 წლის 8 მაისს, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. საომარი მდგომარეობა ევროპაში 1945 წლის 8 მაისს (მოსკოვის დროით 9 მაისს) ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში -1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა.

 

მეორე მსოფლიო ომში, საქართველოდან, 700 ათასამდე კაცი გაიწვიეს. ქართველებმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს -მოსახლეობასთან შეფარდებით, პროცენტული მაჩვენებელი დაღუპული ჯარისკაცებისა, უპრეცედენტოა- ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო ქერჩთან- 120 ათასი ქართველი დაიღუპა. 700 ათასი ქართველიდან, 224 ათასი სხვადასხვა ორდენითა და მედლით დაჯილდოვდა, ხოლო 164-ს გმირის წოდება მიენიჭა. დღესდღეობით, საქართველოში, მეორე მსოფლიო ომის 492 ვეტერანი ცხოვრობს, აქედან 99 _ ქალია.

 

„მეორე მსოფლიო ომი, ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ის 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა და 60 მილიონამდე ადამიანი შეიწირა, აქედან 20 მილიონი, მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ომში 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%) მონაწილეობდა, ბრძოლები კი, 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

 

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს. საზოგადოება მათ ხსოვნას უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მიაგებს პატივს. ამ დღეს, ომის ვეტერანები, ტრადიციულად, ვაკის პარკში იკრიბებიან და გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.

 

9 მაისი საქართველოში დასვენების დღედაა გამოცხადებული.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური დღევანდელ დღეს ულოცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ყველაზე დიდი ბოროტების- ფაშიზმის დამარცხებაში და ქედს იხრის მათი მამაცობისა და თავდადების წინაშე“, - აღნიშნულია ვეტერანებს საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

 

big_banner
არქივი