logo_geo
ნინო ნადირაძე-კუზანოვა: რაც საქართველოში ინდმეწარმე ბოზ…ა, „მამიდა“ მაგათთან რა მოსატანია
- +

9 მაისი. 2019. 17:40

 

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში სამი პირი, მათ შორის სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული დააკავეს.

 

ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე – კუზანოვა:

 

„რაც საქართველოში ინდმეწარმე ბოზებია, როენა მამიდა მაგათ საერთო შემოსავალთან რა მოსატანი იყო. ცოტა ფული ვისაც უჭყავის კაცებს ჯიბეში, მათი ინბოქსები ნახეთ, თუ გათხოვილები და თუ გაუთხოვრები (არ დავთაგავ ეყარონ) ყველა ტიპის მომსახურეობას სთავაზობენ თუ ბარტერით და თუ ნაღდი ანგარიშსწორებით,“- წერს ნინო ნადირაძე -კუზანოვა.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი