logo_geo
რატი იონათამიშვილი: „საიას“ ანგარიში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული უხარისხო პასკვილია
- +

10 მაისი. 2019. 13:52

 

რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ქველმოქმედებას ეწევა თავისი ქვეყნისთვის, ოპოზიცია და მათი სატელიტი ორგანიზაციები წერენ ანგარიშებს ერთმანეთისთვის“.

 

„მინდა გამოვეხმაურო საიას ანგარიშს, ვითომდა, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, რაც საარჩევნო გარემოს შეფასებას კი არ წარმოადგენს, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწერილი უხარისხო პასკვილია. მართლა, მოხერხება უნდა, რომ გქონდეს ესეთი ფანტაზია - ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მოხატვა არჩევნებზე ელექტორატის მოსყიდვას დაუკავშირო.

 

ფონდი "ქართუ" 25 წელია უწყვეტად ახორციელებს ქართული ეკლესია-მონასტრების, კულტურული ძეგლების, არქეოლოგიური და მატერიალური მემკვიდრეობის აღდგენით სამუშაოებს როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ. ამას ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა მაშინაც, როცა მისი ფოტოსურათიც არავის ქონდა ნანახი; მაშინაც, როცა პრემიერი იყო და არ შეწყვეტს მომავალშიც.

 

ვფიქრობ, რომ მთავარი ფუნდამენტური სხვაობაც სწორედ ეს არის - ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ეწეცა თავისი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ხოლო ოპოზიცია და მათი სატელიტი ორგანიზაციები წერენ ანგარიშებს ერთმანეთისთვის და ამ წერის პროცესში ავიწყდებათ, რომ მსგავსი პასკვილებით, სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის კი არ დააზარალებენ, არამედ ხდებიან ქართული საქმის მოწინააღმდეგენი“, - წერს რატი იონათამიშვილი.

big_banner
არქივი