logo_geo
ბაკურ სვანიძე: რა საცოდავები ხართ, თუ ხვდებით მაინც?
- +

11 მაისი. 2019. 01:37

 

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რა საცოდავები ხართ, თუ ხვდებით მაინც? ტელევიზიებში მიდის 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებების გაშუქება, ჟურნალისტებიც და მთავრობის წარმომადგენლებიც საუბრობენ, რომ მეორე მსოფლიო ომში დედამიწაზე ფაშიზმის დამარცხებაში და განადგურებაში საქართველომ შეიტანა განსაკუთრებული წვლილი, რადგან, ამ ომში მონაწილეობდა ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი და აქედან ნახევარზე მეტმა სიცოცხლე შესწირა ამ დიად გამარჯვებას და ა.შ.

 

კი ბატონო! ესეც ასეა!

 

მაგრამ იქნებ ვინმეს წამოგცდეთ მაინც, რომ მსოფლიოში ფაშიზმის განადგურების საქმეში, ყველაზე მთავარი და გამორჩეული, მსოფლიოს მიერ აღიარებული უმაღლესი მთავარსარდალი იყო ქართველი! ე.წ. “საიდუმლო ფრონტზე” ანუ სპეცსამსახურების ჯახში – ფაშისტების მოწინააღმდეგე მხარის საიდუმლო სამსახურების შეფი იყო ქართველი!

 

პლიუს ამას, მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებულმა ქართველმა მთავარსარდალმა ამ ომს შვილი შესწირა! რაც არ უ ნდა “ბნელი საქმეები” ჰქონდეთ ნაკეთები ამ ადამიანებს მანამდე ან შემდეგაც – მეორე მსოფლიო ომის თემაზე ლაპარაკის დროს და მსოფლიოს მთავარი ჭირის, ფაშიზმის განადგურებაზე ლაპარაკის დროს – ამ ორი ქართველის – სტალინისა და ბერიას არხსენება არის ღორობა და ხრუშჩოვობა!

 

პლიუს ამას – დიდი იდიოტიზმიც!

ყველას გილოცავთ 9 მაისს!

დღეს, როდესაც ქართველის უშუალო წინამძღოლობით მსოფლიო მ გაანადგურა ნაციზმი და ფაშიზმი დედამიწაზე!“ – წერს ბაკურ სვანიძე.

 

 

big_banner
არქივი