logo_geo
„თუკი გააზრებულად დგამთ ნეგატიურ ნაბიჯებს, ვერც ასტროლოგი, ვერც მკითხავი და ვერც ჯადოქარი ვერ შეცვლის თქვენს ცხოვრებას“
- +

13 მაისი. 2019. 02:12

 

 

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პროგნოზების კეთება ალბათ ყველა ასტროლოგის პრაქტიკაში აქტუალური და ხშირად სტრესული ფაქტორია. იმიტომ, რომ რეალურად, კარგი და ცუდი პროგნოზები არ არსებობს და ადამიანი, რომელიც ასტროლოგთან მხოლოდ იმის გასაგებად მიდის, რაც მას აწყობს და სურს, აპრიორი არ არის მზად იმუშაოს საკუთარ თავზე, მეტიც - უნდა, რომ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა ნებისმიერ სხვა, მესამე პირს გადააბაროს. ასტროლოგიური პროგნოზი არ არის პანაცეა. ეს არის შესაძლო მოვლენათა ალბათობა, ჰიპოთეტური დეკორაცია, რომელსაც სამყარო გაძლევთ, ისევ და ისევ თქვენივე შესაძლებლობებიდან და ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე.

 

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მომავალი ჩვენივე გადადგმული ნაბიჯების, ფიქრების, აზრების და ქმედებების ექვივალენტურია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს, თუკი გააზრებულად დგამთ ნეგატიურ ნაბიჯებს და არაფერს აკეთებთ საიმისოდ, რომ თქვენში ზრდასრული და დამოუკიდებელი პიროვნება გაიზარდოს, ვერც ასტროლოგი, ვერც მკითხავი და ვერც ჯადოქარი ვერ შეცვლის თქვენს ცხოვრებას. იმიტომ, რომ სამყარო მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვია. შესაბამისად, ჭინჭრის დამთესავი, ვერასოდეს მოიმკის სურნევლოვანი ვარდების მოასავალს.

 

ასევე ისიც მინდა გითხრათ, რომ ასტროლოგიის ცოდნა არ ათავისუფებს ასტროლოგს ან ამ დარგის მცოდნე ადამიანს პრობლემებისგან, უბრალოდ ჩვენ ვსწავლობთ თავად პრობლემის მიმართ შევიცვალოთ დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ნებისმიერი მოვლენა რაც კი ჩვენს თავს ხდება, კონკრეტული „მესიჯის“ მატარებელია და ხშირად წინაპირობაა საიმისოდ, რომ ჩვენი მომავლი, ბევრი რამის გადაფასების შედეგად უკეთესობისკენ შევცვალოთ. მთავარი კი აქ ის არის, რამდენად ხართ მზად პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ ცხოვრებაზე და აშენოთ ის მომავალი, რომელიც დარწმუნებული ხართ, რომ დაიმსახურეთ. დაიმსახურეთ იმიტომ, რომ ნებისმიერი ჩვენგანი მზეა დაბადებიდან და ზოდიაქოს ნიშანი, რომლითაც დაიბადეთ უკვე გაძლევთ შესაძლებლობების საოცრად დიდ სპექტრს, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი გიყვარდეთ ჯანსაღად, ანათოთ, გასცეთ და მიიღოთ კონკრეტულ სფეროში პოზიტივი, სიკეთე და წარმატების საკმარისი დოზა", - წერს ბზეკალავა.

 

 

big_banner
არქივი