logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი: სად მიდის „პოლიტიკურ-ოპოზიციური ფანტაზია“ და სად ზარალდება სახელმწიფოებრივი ინტერესები...
- +

13 მაისი. 2019. 17:10

 

„დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნებისმიერი შეხების წერტილების გაფრთხილება და გაღრმავება!“

 

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სად მიდის „პოლიტიკურ-ოპოზიციური ფანტაზია“ და სად ზარალდება სახელმწიფოებრივი ინტერესები.

 

გვარამიას შეტევის ახალი ვარიანტი: საქართველო (ამ შემთხვევაში კი ხელისუფლება) აფხაზეთს ელექტროენერგიას აძლევს იმიტომ, რომ იქ აწარმოებს კრიპტო-ვალუტას! იმისთვის, რომ გამდიდრდეს! აფხაზები კი ხელს გვიწყობენ ამ საქმეში. ან არ იციან, რომ ხელს გვიწყობენ. მოკლედ ასე თუ ისეა, ჩვენ ვაკონტროლებთ აფხაზეთს (კონტროლია აბა რა დენს ვაძლევთ, ბიზნესი იქ გაშალა ხელისუფლებამ, რაღა დარჩა, რამდენიმე დეტალი და...). აღონდ ამის შესახებ არავინ არ იცოდა, სანამ რუსთავი2 არ განაცხადა. შემდეგი „პოლიტიკურ-ოპოზიციური ფანტაზიის“ ფრაზები ალბათ ასეთი უნდა იყოს - „არიქა აფხაზებო, არიქა რუსებო გამოფხიზლდით, საქართველომ ბიზნესის ფრთები გაშალა აფხაზეთში!“ ან „ფრთხილად ელექტრო ენერგიას გაძლევენ!“ ან „შეწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი ქართველებთან, სანამ ხელისუფლებაში ესენი არიან“ „დაგველოდეთ და ჩვენ, რომ მოვალთ და...“ არა და, რომ იყავით, რა გააკეთეთ დაახლოებისაკენ?

 

დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნებისმიერი შეხების წერტილების გაფრთხილება და გაღრმავება! კარგი იქნება ამ დროს ვიწრო პოლიტიკურ-ოპოზიციური მიზნების მისაღწევად თუ ამ საკითხებს არ შეეხებით, მიუხედავად იმისა რომ ვიცით ასეთი საქმეების გაფუჭება-პროვოკაციებში ბადალი არ გყავთ. გასგებია, რომ ყველა მიმართულებით ცდილობთ სიტუაციის არევას, შინ თუ გარეთ. გასგებია, რომ ეს თქვენი გეგმის ნაწილია, მაგრამ ისიც უნდა გესმოდეთ, ყველა გეგმის წინააღმდეგ შეიძლება კონტრგეგმის დაპირისპირება, მათ შორის იმის დადგენაც თუ რეალურად რას ემსახურება თქვენი გეგმები („შეტევები“)“, - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი