logo_geo
ლაშა ნაცვლიშვილი: ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს
- +

8 თებერვალი. 2017. 15:12


„როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი. ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში, თანაც immediately..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი წერს და გუშინ „რუსთავი 2"-ის ეთერში გასული გადაცემა „არჩევანის" შესახებ წერს.

 

„მოაწყვეს, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვენახა, რომ სიყალბე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის" საფირმო ნიშნად; რომ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან; რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდის გამო აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს. და სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი, - მათ მიმართ ნათქვამ უკლებლივ ყველა სიტყვას, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიმეორებთ", - წერს ნაცვლიშვილი.


აქვე ნაცვლიშვილი დავით საყვარელიძის ბრალდებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს ლაშა ნაცვლიშვილი რამდენიმე მილიონად სთავაზობდა.


„P.S. რამდენიმე შეტყობინება მივიღე - მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება, მეგობრებო, - ეს არა მხოლოდ ღირსებისშემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია...", - წერს ნაცვლიშვილი.


 

big_banner
არქივი