logo_geo
გიორგი კალანდია: 27 წელი გავიდა და არავის არ ახსოვს ეს ანგელოზივით ბიჭი, არადა ბედნიერი საქართველოსათვის იბრძოდა...
- +

14 მაისი. 2019. 22:34

 

 

„ეს 21 წლის ბიჭი 1992 წლის 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან დახვრიტეს. მაშინდელი პრეზიდენტის მომხრეთა მშვიდობიან მიტინგზე იდგა, ხელისუფლების იარაღით დამხობას აპროტესტებდა“, - წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია გივი რეხვიაშვილის შესახებ და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

 

„მივიდნენ და დღისით მზისით სხვა ბიჭებთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმეს. მიტინგზე დგომისათვის, მშვიდობიანი პროტესტისათვის. 27 წელი გავიდა და არავის არ ახსოვს ეს ანგელოზივით ბიჭი, არადა ბედნიერი საქართველოსათვის იბრძოდა.

 

დღეს დედამისს შევხდი, უმძიმესი ინტერვიუ ჩავწერე. არავინ ყოფილა მასთან, არასოდეს მოუკითხავს. მხიბლავს ეს დემოკრატიისთვის, სიტყვის თავისუფლებისათვის მებრძოლი ვითომ საზოგადოება.

ყველა უნჯი,

ყველა მუნჯი,

გულჩვილი და ლმობიერი;

თვალაბმული,

თავაკრული,

პირს ლაგამი ზომიერი;

ყველა ყრუი,

ყველა ცრუი,

ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;

მცირე, დიდი -

ყველა ფლიდი,

ცუღლუტი და მანკიერი“, - წერს კალანდია.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი