logo_geo
ნათია ფირცხალაიშვილი: უტიფრებო! ახალგაზრდებს ბუჩქებისკენ და გარყვნილებისკენ თქვენ არ მიუთითეთ?!
- +

15 მაისი. 2019. 22:24

 

Facebook-მომხმარებელი ნათია ფირცხალაიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნინო ქინქლაძე ჭიღიტაშვილი ხლისტებო!

 

- ბუტა რობაქიძე დილიხორის გამო ქუჩაში არ დახვრიტეთ?!

 

- ხალვაშის საწყობი არ დაწვით?

 

- დახვრეტილი შვილის საფლავზე მისული მამა, არ ააფეთქეთ?!

 

- თქვენგან ცემაში სულამოხდილ სანდრო გირგვლიანს დედა-ირინა ენუქიძე, რომელიც სამართალს ეძებდა და ითხოვდა, არ მოუკალით?!

 

- გურამ შარაძე ქუჩაში სიკვდილისთვის არ გაიმეტეთ?!

 

- ზურაბ ჟვანია საეჭვო ვითარებაში არ გამოასალმეთ სიცოცხლეს?!

 

- სულხან მოლაშვილი თქვენს არაადამიანობას არ შეეწირა?!

 

- 2008-ში თქვენგან ბრძოლის ველზე მიტოვებულ ჩვენი ბიჭების გვამებს მოხუცი პატრიარქი არ ეძებდა მაშინ, როდესაც 12 აგვისტოს რუსთაველზე თქვე ხლისტებო ტაშ-ფანდურა გქონდათ გაჩაღებული?!

 

- 3 დღეში მთელი საქართველო, კოდორით და ახალგორით, რუსებს არ გადააბარეთ?

 

- 120 დაკარგულ სოფელს, ქვების გროვა არ უწოდეთ?

 

- პატარა ბიჭები, დილიხორის გამო, ქუჩაში არ ხვრიტეთ?

 

- ქართველი ოფიცრები, ზღვაში გაყვანილი და თავში გასროლით, ფეხზე თოკით და ქვებით, ზღვის ფსკერზე არ გაუშვით?

 

- პატრიოტ კაცს - ბადრი პატარკაციშვილს სამშობლოს მოღალატის წოდება არ მიაკერეთ?!

 

- ვახტანგ მაისაია, ფოტოგრაფები შეთითხნილი ჯაშუშობის ბრალდებით არ დააკავეთ?

 

- ციხეები მართლა ნემსის ქურდებით არ გაავსეთ (ერთ ნარზე 10 პატიმარი)?!

 

- ამერიკელებზე მიწერილი პატაკისთვის, შავაძეს წამებაში სული არ ამოხადეთ?

 

- საკუთარი ნაბო...ობის და მოღალატეობრივი საქმიანობის გადასაფარად, თეთრაძეს წამებაში სული არ ამოხადეთ?

 

- კრიალაშვილი, აფრასიძეები ფსიქოპათი ბელადის ერთ პოლიტიკურ ხუშტურს არ შესწირეთ?!

 

- განმუხური, ლაფანყური დაგავიწყდათ?!

 

- სამეგრელოს სამალავებში, უბრალო გალელ გლეხებს წამებაში და გაუპატიურებაში სული არ ამოხადეთ?

 

- ქართველი მეომრების გვამები, ჯერ კიდევ თბილი იყო და უკვე რუსთაველზე წაგებული „ომის მოგება“ არ იზეიმეთ?

 

- ქართული მოსახლეობა მოტყუებით მტრის ხახაში არ ჩატოვეთ?

 

- საკუთარ მოსახლეობას ხურჩაში ტერაქტი არ მოუწყვეთ?

 

- საკუთარი ერი არ აწამეთ?

 

- საკუთარი ერი არ გაძარცვეთ?

 

- აქციები სისხლში არ არბიეთ?

 

- პოლიციას, ჯარს „ბადრის რაააა“ არ აყვირეთ?

 

- რუსთაველზე გვამები ბუტკებზე არ შემოყარეთ?

 

- და სისხლით გაუმაძღრები კიდევ ორ გვამს არ ითხოვდით?!

 

- 26 000 ფალი არ გადაიღეთ?

 

- გაჭირვებულ მოზარდებს, უპატრონო ჯართის ხელის ხლებისთვის 10 -11 წლები არ მიუსაჯეთ ?

 

- სვანეთს სამხედრო მოირიშე ვერტმფრენებით ჯოჯოხეთი არ მოუწყვეთ?

 

- ბათუმი კინაღამ არ გადაწვით?

 

- „იმედი“, „მაესტრო“, „იბერია“ არ დაარბიეთ?!

 

- დღესაც სულ დამხობა, დაქცევა არეულობაზე არ ნატრობთ?

 

- პატრიარქზე, თავისი საწამლავებით ,ციანიდებით და ეკლესიაზე შეტევა არ მიიტანეთ?

 

- წაგების მერე, ქვეყანა არ მოიძულეთ?

 

- ნახევარი საქართველო ზაჟიგალკის თივის ზვინზე გაკვრით არ გადაწვით?

 

- „დედა-ენა“ თქვენ არ მოსპეთ სკოლებში?!

 

- გლდანის ეკლესია თქვენ არ დაარბიეთ და მამა ბასილი უკანასკნელი ქურდი და მეძავივით ფეხებით არ გამოათრიეთ?!

 

- ასაკობრივი ბარიერი თქვენ არ დააწესეთ და ინტელიგენტური, მოაზროვნე საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი სამუდამო ემიგრაციისთვის არ გაიმეტეთ?!

 

- ახალგაზრდებს ბუჩქებისკენ და გარყვნილებისკენ თქვენ არ მიუთითეთ?!

 

უტიფრებო!“ - წერს ფირცხალაიშვილი.

 

 

big_banner
არქივი