logo_geo
„8 წელი გავიდა... მხოლოდ დედას სჯეროდა, რომ ჯაბა გამოვიდოდა კომიდან“
- +

8 თებერვალი. 2017. 19:34


 


მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალია, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„8 თებერვლის დილა იყო მაშინაც ... „თქვენი შვილი ციხიდან ღუდუშაურში გადაიყვანეს, კომაშია.."

 

...მერე იყო საავადმყოფოს კედლები, მკაცრი ბადრაგი, ექიმების გადაწურული დიაგნოზი, ტელევიზიები,სიუჟეტები, მეგობრები, მამა სოკრატეს პარაკლისი... მხოლოდ დედას სჯეროდა, რომ ჯაბა გამოვიდოდა კომიდან... მას მერე 8 წელი გავიდა... დიახ 8 წელი! ჯაბა ისევ კომაშია... დედა ისევ ელოდება, დედას იმედი არ დაუკარგავს... უვლის, ეფერება. დედა და დედის სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა...

 

გილოცავთ დავითობას!!! შეგეწიოთ მადლი და ძალა!!!", - წერს გვასალია. 


 

big_banner
არქივი