logo_geo
ირმა ნიორაძე ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის
- +

8 თებერვალი. 2017. 20:59


 


პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" ხელისუფლებას და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძნა ივანიშვილს მადლობას უხდის:


„მე ბედნიერი ვარ იმ ფაქტით რომ, როდესაც ჩემ სამშობლოში ჩამოვდივარ, არ მაქვს შიში და განცდა იმისა, რომ აეროპორტში დამაპატიმრებენ, როგორც ეს ერთხელ მოხდა 2007 წელს. უკვე 9 წელი გავიდა ამ ფაქტის მერე და არასოდეს არავისთვის არ მომიყოლია, თუ რა რთულია და უცხოა საშინელი შიშის გრძნობა, პარიზის გასტროლებიდან დაბრუნებულს შემოქმედებითი სიხარულის გრძნობას რომ ჩაანაცვლებს", -წერს ირმა ნიორაძე.


 

big_banner
არქივი