logo_geo
ნინო ჯღარკავა: აზერბაიჯანელ აგენტ ბუგარას დავალება ჰქონდა - თამაზ თამაზაშვილი მოეწამლა!
- +

8 თებერვალი. 2017. 21:02


 

„2011 წლის ნოემბერში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პირველი განცხადება გააკეთა რომ პოლიტიკაში მოდიოდა, პირველი ვინც დააკავეს გენერალი თამაზ თამაზაშვილი იყო. მხოლოდ იმიტომ „ჩაუდეს" ჟანგიანი ავტომატი გენერალს, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი რომ იყო", - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს და 2011-12 წლების მოვლენებს იხსენებს.


„მას მოყვა ბიძინას ხმამაღალი განცხადება ირაკლის ვუთხარი წადი ჩემგან, მე არ მეწყინება, მთავარია შენი სიმამრი გარეთ იქნებაოო. ციხიდან თამაზაშვილის პასუხი გახლდათ, ირაკლი დადექი იქ, სადაც დგახარ. მე კაცი ვარ, გენერალი, გავუძლებ, ან მოვკვდები ან ცოცხალი დავრჩები, ქვეყანას მიხედეთოო. ხოდა მას მერე იყო ის ჯოჯოხეთი. რაც თქვენ არ იცით. საკანში თამაზს ყოველდღე ტაბლტებს აძლევდნენ, რომ ღვიძლი დაშლოდა და შემთხვევითი სიკვდილი გამოეწვია. მასთან იჯდა აზერბაიჯანელი აგენტი ბუგარა, რომელსაც ეს უნდა შეესრულებინა ციხის უფროსის დავალებით. ეს ბუგარა ბოლოს კაცი აღმოჩნდა და ერთხელაც უთხრა, ბატონო გენერალო, აღარ შემიძლია ვერ მოგატყუებთ აგენტად ვარ ჩასმული და თქვენი მოწამვლა უნდათო. სწორედ ბუგარამ საკანში სიკვდილს გადაარჩინა თამაზი. ეს ბუგარა იყო, „ობიექტივის" გადაცემებს რომ იჭერდა ციხეში და თამაზს ეუბნებოდა, ბატონოო გენერალო ვიღაც ნინო ჯღარკავა თქვენზე ლაპარაკობს და ესეთი მაგარი კაცი ყოფილხართ, როგორ გელოდებიან გარეთო.

 

გავიდა დრო, 2012 წლის ოქტომბრის მერე ჯერ თამაზი გამოვიდა ციხიდან. მერე ჩემთან მოყვა ნინო ერთი თათარი ბუგარა მეჯდა, რომელიც ჯერ მტერი იყო და მერე ჩემი მეგობარი გახდაო. ხოდა ამ ბუგარას თავისუფლებაზე ბევრი ინერვიულა თამაზმა ყველა გვერდით ვედექით, გუშინ ალეკო ელისაშვილმა ხმამაღალა განაცხადა თამაზ თამაზაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი შეწყალების კომისიაას ბუგარას შეწყალებას გვთხოვდნენო. დღეს კი „კურიერი" ამზადებს სიუჟეტს. დიახაც, კაცმა კაცს სიცოცხლის საზღაური გადაუხადა და მისი თავისუფლება თუ სადმე მოითხოვა, ადექით და გაგვასამართლეთ. ახლა, ესაა კაცობა და ამას მხოლოდ კაცები მიხვდებიან! ვერც შენნაერი პიჟონები ჩემო ელისაშვილო, და ვერც შენნაერი „კაცები" გვარამია! ვერ მიხვდებიან, რა არის საკანში სიკვდილის მოლოდინი და აგენტის კაცად ქცევის ისტორია! ხოდა თამაზ თამაზაშვილო კაცი ხარ შენ და ირაკლი ღარიბაშვილო მადლობა, რომ ასეთი სიძე ყავხარ თამაზს და მადლობა უფალს რომ ასეთი ვაჟკაცები მყავს მე მეგობრები! ახლა წადით და აკეთეთ გადაცემები!", - წერს ჯღარკავა. 


 

big_banner
არქივი