logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: საკუთარი დედა თავშესაფარში დაუტოვებია, ხანდახან მიდის და...
- +

17 მაისი. 2019. 16:04

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საკუთარი დედა თავშესაფარში დაუტოვებია, ხანდახან მიდის და ეფერება დედიკოს, თმასაც უვარცხნის თურმე, მაგრამ დედა სახლში წაყვანას სულაც არ სთხოვს, აბა ჩემს დედას რა სჭირს, თან ვყვები, დღე და ღამე მასთან ვარ და მაინც თავის სახლში უნდა, სულ ტანსაცმელს ალაგებს, კეცავს, ჩანთებს ამზადებს და კარებისკენ უჭირავს თვალი!

 

P.S. ჰოდა, რა საშინელებაა, შვილი რომ გყავს ცოცხალი და თავშესაფარში წაგაცუნცულებს და ხანდახან მოვა და კულიჩს მოგიტანს, როცა მოიცლის. ჰოდა, ვინც მშობელს არ უვლის, მოხუცს და დავრდომილს, იმას რატომ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ ქალაქს მოუვლის, ამ შემთხვევაში ზუგდიდს? სანდრა, წადი, შენს დედიკოს მიხედე, ცოდოა, ბოლო-ბოლო ექს-პრეზიდენტის ცოლი გქვია!“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი