logo_geo
ოთარ აბესაძე: ვერ წარმომიდგენია ვერცერთი დღე თსუ-ს გარეშე!
- +

8 თებერვალი. 2017. 22:25



„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ჩემი ოჯახის უდიდესი ტრადიცია. ვერ წარმომიდგენია ჩემი და ჩემი ოჯახის ვერცერთი დღე ჩვენი თსუ- გარეშე.

 

მე ვარ უნივერსიტეტელი, ჩემი ოჯახი არის უნივერსიტეტელი, მე ვარ უნივერსიტეტელების შვილი და ეს არის ჩემთვის ყველაზე საამაყო.

 

ვულოცავ ჩემს თსუ- 99 წლის იუბილეს.ის ყოველთვის იყო არის და იქნება უდიდესი იდეების და შესაძლებლობების აკვანი.

 

ვულოცავ ყველა სტუდენტს, კურსდამთავრებულს, პროფესორს, თანამშრომელს და მთელს საქართველოს. ვფიქრობ დღეს არის საქართველოს სახელმწიფოებრულობის ერთ-ერთი გარანტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაბადების დღე.

 

მე უნივერსიტეტელი ვარ" ,- წერს აბესაძე. 


 

big_banner
არქივი