„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ჩემი ოჯახის უდიდესი ტრადიცია. ვერ წარმომიდგენია ჩემი და ჩემი ოჯახის ვერცერთი დღე ჩვენი თსუ-ს გარეშე.
მე ვარ უნივერსიტეტელი, ჩემი ოჯახი არის უნივერსიტეტელი, მე ვარ უნივერსიტეტელების შვილი და ეს არის ჩემთვის ყველაზე საამაყო.
ვულოცავ ჩემს თსუ-ს 99 წლის იუბილეს.ის ყოველთვის იყო არის და იქნება უდიდესი იდეების და შესაძლებლობების აკვანი.
ვულოცავ ყველა სტუდენტს, კურსდამთავრებულს, პროფესორს, თანამშრომელს და მთელს საქართველოს. ვფიქრობ დღეს არის საქართველოს სახელმწიფოებრულობის ერთ-ერთი გარანტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაბადების დღე.
მე უნივერსიტეტელი ვარ" ,- წერს აბესაძე.