logo_geo
გიორგი ფოფხაძე: სად იყავით მაშინ, საად?!
- +

8 თებერვალი. 2017. 22:29


 


საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში „საზოგადობრივი მაუწყებელთან" დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძმებო, დებო, კარგებო, ძვირფასებო, ეხლა რომ ყველანი ხმალამოღებული იბრძვით „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადასრჩენად და ჟურნალისტების დასაცავად, მაშინ რატო არ მედექით გვერდით როცა მე ხმის ჩახლეჩამდე ვყვიროდი „საზმაუში" ძალიან დიდი პრობლემებია მეთქი. საწყალი ჟურნალისტები და ოპერატორები კაპიკებზე მუშაობენ, არხზე აპარატურა მოძველებულია, შენობა ამორტიზებული, მენეჯმენტი უვარგისი და ფულები გამფლანგავი. „მოამბეში" მოიყვანეს კაცი, რომელმაც სიტყვა „ვიორსტკა" რა არის არ იცის და ტელევიზიასთან შეხება მარტო ტელევიზორის „პულტით" ჰქონდა არხების გადასართავად მეთქი? ტელევიზია გადაქცეულია ნეპოტიზმის ბუდედ და „კარმუშკად" მეთქი? ინტეგრირებულ „ნიუსრუმზე" მილიონები ჩამოწერეს და სინამდვილეში ერთი დოლარის საფასური არაა გაკეთებული არაფერი მეთქი? სად იყავით მაშინ საად? თუ იყავით და მე ვარ ბრმა და ვერ ვხედავდი? ხო და რამე ახალი თქვა ვასიკო მაღლაფერიძემ? რაიმე ისეთი გაიგეთ რაც აქამომდე მე არ მითქვამს?", - წერს ფოფხაძე. 


 

big_banner
არქივი