logo_geo
სანდრო ბრეგაძე: 18 ივნისის გეი-აღლუმსაც ჩავშლით!
- +

18 მაისი. 2019. 16:08

 

 

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„18 ივნისის გეი-აღლუმსაც ჩავშლით!!! თუმცა საკითხი სხვაგვარადაა გადასაწყვეტი!!! ყველა 17 მაისს და 18 ივნისს ჩვენ ამათ ვერ ვუყურებთ!!! ყოველივემ უკვე აუტანელი-მარაზმის სახე მიიღო!!! ვფიქრობ, რომ მისაღებია კანონი, რომელიც გარყვნილების პროპაგანდის და დემონსტრაციებს აკრძალავს!!! ვინმე მეტყვის - ასეთი რამ ქრისტიანული სამყაროს არცერთ ქვეყანაში არ არისო!!! სწორედ ამაშია საქმე, რომ ქართველებიც შეიძლება გავხდეთ მაგალითის მიმცემი!!! ჩვენ სულ სხვა ქვეყნების მაგალითებს და ცხოვრების წესს ვითვალისწინებთ, ნუთუ არ შეიძლება, რომ უძველესი ისტორიის, უნიკალური კულტურის, საოცარი ნიჭიერების მქონე დიდ ქართველ ერს თავისი სიტყვის თქმის უფლება ჰქონდეს მთელი მსოფლიოსთვის!!! დიახ - დღეისათვის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მთელს ქრისტიანულ სამყაროში, სადაც გარყვნილების ზეიმი-გეი აღლუმი ვერ ჩაატარეს. მე ამითი ამაყი ვარ!!! მთელი ევროპის კონსერვატორები, ჩვენ შეგვყურებენ იმედის თვალით  და გაოცებულნი არიან, თუ როგორ ახერხებს მცირერიცხოვანი ქართველი ერი ამხელა მონსტრთან გამკლავებას!!! საქართველო გახდება მორალის, ზნეობის, ოჯახის, ტრადიციების და ქრისტიანული რწმენის მაგალითი მთელი მსოფლიოსათვის!!! ეს არის ქართველი ერის უნიკალურობის კიდევ ერთი დადასტურება!!! დიახ-ღვთისმშობლის წილხვედრია ეს ქვეყანა და ამიტომაა განსაკუთრებული!!! ჩვენ კი არ უნდა ვიაროთ სხვისი გზით, არამედ ჩვენ უნდა ვანახოთ ჭეშმარიტების გზა!!! საქართველო ქრისტიანული მორალის ოაზისად იქცევა!!! ჩვენ ამას შევძლებთ!!! უფალი იქნება ჩვენი შემწე!!!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

 

big_banner
არქივი