logo_geo
„ფრესკოს“ ხელმძღვანელობაზე ბრაზობს ის, ვისაც ჯერ კიდევ რაღაცაზე ბრაზუნიების ენერგია შემორჩა“
- +

8 თებერვალი. 2017. 22:52



ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სუპერმარკეტ „ფრესკოს" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:


ახლა ფრესკოს" ხელმძღვანელობაზე ბრაზობს ის, ვისაც ჯერ კიდევ რაღაცაზე ბრაზუნიების ენერგია შემორჩა: ეგ მონათლმფლობელიო, ეგ შრომის ექსპლუატატორი და მეტრაფიკინგეო. გუშინ ჩემი უსაყვარლესი კოლეგა და მე ვლაპარაკობდით სწორედ, სანამ ერის ცნობიერებიდან არ ამოვშლით და გადავაპროგრამებთ საძაგელ მედიტაციურ და თვითშთაგონებით უკადრის სიტყვებს, რომ ჩვენ ვართ საწყალი ხალხი", უბრალო ხალხი", მანამდე ეგრე საწყლობით ტკბილ-მწარე ტკბობაში დავადასტურებთ ჩვენ არსებობას. საწყლობით" შევძლებთ თავის გატანას, ხანდახან შეგვიბრალებენ, საწყალს როგორც ეკადრება ისე, ლუკმას გადმოგვიგდებენ და ეს მუდმივად საკმარისი იქნება, რომ საკუთარი თავის ნაზი სიბრალულიც შევინარჩუნოთ და მთლად მშივრებიც არ დავიხოცოთ. ეს ყოველთვის საკმარისი იქნება, რომ მთავრობით ვითომდა უკმაყოფილოებმა სინამდვილეში ისევ ის მთავრობა ავირჩიოთ, ვინც ამ მდგომარეობიდან არ გამოგვიყვანს და საკუთარი თავის პატივისცემას არ გვაიძულებს, არ მოგვისპობს უკვე დასწავლილ საწყალი ხალხისებურ" თავის გატანის უნარებს. საწყლობა ადამიანის არსის საწინააღმდეგოა და ამ სულიერ მდგომარეობას არაფერი აქვს საერთო ცარიელ ჯიბესთან. ჯიბე ხან აივსება, ხან დაცარიელდება. საწყლის" სულს თუ გამოვიჯანმრთელებთ, ყოველი ხვალინდელი დღე ახალი, ძლიერი ნაბიჯის დღედ იქცევა. ადამიანად ყოფნას დამსახურება უნდა, თავისთავადი არ არის. ხოდა, ქართველო ხელი ხმალს იკარ, შე საწყალო, არ ხარ საწყალი, მაგარი ხარ, ლამაზი ხარ, ჭკვიანი ხარ, კეთილი ხარ და საკმარისი ხარ იმისთვის, რომ ადამიანად იგრძნო თავი. არ გინდა? ნუ სტირ მაშინ და დატკბი იმ მოკრძალებული ლუკმით, რაც გერგო. თუ არადა დაივიწყემეთქი სიტყვა საწყალი" და უბრალო" - გაიმართე წელში", - წერს ფანიჯიკიძე.




 

big_banner
არქივი