logo_geo
რუსუდან შარაძე: იტყვი რამეს და სწყინთ... არადა...
- +

21 მაისი. 2019. 09:15

 

„იტყვი რამეს და სწყინთ. არადა, დღეს, გურამ შარაძის საჯაროდ დახვრეტიდან 12 წლისთავზე, მედიაში არცერთი სიტყვა რომ არსად თქმულა, ეს ნორმალურია?“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სააკაშვილის დროსაც კი, მამაჩემის მკვლელობის თემაზე, ასეთი საყოველთაო სიყრუე არ ყოფილა.

 

მიზეზზე რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ მიშას დროს, პატარა, მაგრამ ოპოზიციური მედია, ასე თუ ისე, ერთიანი იყო (მთავარ საკითხებში მაინც). ჩვენ საერთო მტერი გვყავდა - მამაჩემის მკვლელი ხელისუფლება. მიუხედავად ტოტალური კონტროლისა, რასაც რეჟიმი პრესის წინააღმდეგ ეწეოდა, მაშინდელ ოპოზიციურ მედიაში, ავად თუ კარგად, მამაჩემის მკვლელობის თემა არ გაციებულა.

 

რა ხდება დღეს?

 

ნაცური მედია რაც იყო, დარჩა და კიდევ უფრო გაძლიერდა, თავისი დანაყოფებით. ბუნებრივია, ნაცმოძრაობის ორივე დაჯგუფებისთვის მიუღებელია გურამ შარაძის მკვლელობის თემა, საკუთარ თავს ხომ არ ამხელენ?!

 

ასევე მიუღებელი გახდა გურამ შარაძე სახელისუფლებო მედიისთვის, რადგან მე დავამტკიცე, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს გურამ შარაძის მკვლელებს და ამიტომ, არ სურთ ამ თემის წამოწევა.

 

მიწვევდნენ, მხოლოდ, მაშინ, სანამ ძველ წლებზე ვსაუბრობდი. აი, როდესაც ,,ოცნებაზე“ და კერძოდ, სუს-ზე გადავედი, იქ ჩამკეტეს.

 

მოკლედ, რაღა დავამატო. იმდენია სათქმელი, საიდან უნდა დავიწყო და სად დავამთავრო, არ ვიცი.

 

ვისაც არა აქვს ფბ, ალბათ, ჩემზე ფიქრობს, ჩაიქნია ამ ქალმა ხელი, დაანება თავი მამამისის მკვლელობის საქმესო...

 

ესეც თქვენი თავისუფალი პრესა!

 

P.S. მე ბოდიშს ვიხდი თითოოროლა მოკრძალებული მედიასაშუალების წინაშე, რომელსაც არც სუს-ი და არც ნაცმოძრაობა არ აკონტროლებს. მადლობა ღმერთს, რომ იმედად, ვიღაცა სადღაც არსებობს. არ ჩამოვთვლი, რადგან მაინც მეუხერხულება დაყოფა. თუმცა, რთული არაა. როცა თითებზე ვითვლიდი, ორი მტევანი არ დამჭირდა“, - წერს შარაძე.

 

 

big_banner
არქივი