logo_geo
„იქნებ ცოტა დრო მაინც დაუთმოთ მშობლებთან საქმეზე საუბარს, ზღაპრებს როგორმე თავად მივხედავთ“
- +

9 თებერვალი. 2017. 12:10



თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„სიტყვებზე გამოდევნება გააგრძელეს ჩვენმა კოლეგებმა, მე გავაგრძელებ ზრუნვას, რომ ყველა ბავშვი, მიუხედავად მისი წონის, ზომის, სიგანის, სისწრაფის და ასე შემდეგ იყოს ჩართული სპორტულ აქტივობაში. იმიტომ, რომ ეს არის ჩემი მოვალეობა", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

ეს არ არის სიტყვებზე გამოდევნება. ეს არის აღშფოთება, სიბრაზე იმაზე, რაც ბრძანეთ, ბატონო მინისტრო.

 

თუმცა, ეს არ არის ახლა მნიშვნელოვანი.

 

იმისათვის, რომ თქვენი სიტყვები ფასეული იყოს, მსგავს განცხადებებს აუცილებელად უნდა მოჰყვეს ახსნა იმის, როგორ.

 

1. აგერ წლის დასაწყისია, ბიუჯეტი გუშინ დამტკიცდა და გთხოვთ, მიგვითოთ, თქვენს წარდგენილ ქაღალდებში სად არის საუბარი ამ ფუნდამენტურ ცვლილებაზე. თქვენვე დაგესესხებით - 90 პროცენტზე მეტიო.

 

2. ხარისხიანი ფიზკულტურა სკოლაში არ მოდის მეზღაპრეობით. მას სჭირდება:

- ფული

- მასწავლებლები, მოტივირებული და დაინტერესებული

- სპორტული ინვენტარი

- სპორტული დარბაზები

- გასახდელები

- ჰიგიენის დაცვისთვის შესაბამისი პირობები

- და კიდევ პირობები, რომ სირბილის შემდეგ ქუჩაში გამოვარდნილი ბავშვები მეორე დღეს სკოლაში დაბრუნდნენ გრიპის და ხველების გარეშე

- ამ ყველაფერის გარეშე თუ მიიღწეოდა, მაშინ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ პირიქით 95/ 5 მსუქნების სასარგებლოდ

 

3. ამ კითხვებს თუ უპასუხებთ, ძალიან კონკრეტული საბიუჯეტო მონაცემებით, გამოცხადებული ტენდერებით და სხვა აუცილებელი პროცედურების კონკრეტული მითითებით, მერე სხვა საკითხებზეც დაგიბრუნდებით.

 

იქნებ მეზღაპრეობიდან კონკრეტული გეგმების, ხედვების და შემდეგ ამ ხედვების და გეგმების ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებებზე გადახვიდეთ საზოგადოებასთან კომუნიკაციისას. გარწმუნებთ, შეგვიძლია გავიგოთ.

 

P.S. გავიგეთ, რომ ყოველი თქვენი გამოჩენა შოუს ეფექტებით არის. ასეთი შოუ იყიდება ჩვენში, მაგრამ ძალიან შორს არის შოუთი ტკბობის შესაძლებლობიდან ჩვენი განათლების სისტემა და შესაბამისად, მის ხელში მყოფი მშობლების და პედაგოგების უმრავლესობა", - წერს თინათინ ხიდაშელი.


 

 

 

big_banner
არქივი